Bulbuli Logo
ზღაპრებიკატეგორიებიგამოწერაჩვენ შესახებკონტაქტი
შესვლაუფასოდ დაწყებადაწყება
უფასოდ დაწყება
  1. მთავარი
  2. ზღაპრები
  3. მსოფლიო კლასიკა
  4. ჩექმისტოლა ბიჭის ზღაპარი
ჩექმისტოლა ბიჭის ზღაპარი - აუდიო ზღაპრის ყდა
0:008:59

მოუსმინეთ ზღაპრებს სრულად

გამოწერა
მსოფლიო კლასიკა4 წლის

ჩექმისტოლა ბიჭის ზღაპარი - ხალხური ზღაპარი

ჯადოსნური ფრანგული ზღაპარი პატარა ბიჭზე. გაიგეთ, როგორ დაამარცხა ჩექმისტოლამ უსამართლობა თავისი სალამურითა და გამჭრიახი გონებით.

ხანგრძლივობა
9 წუთი
მოსმენები
0 მოსმენა

შემსრულებელი

ალეკო ბეგალიშვილი, ანა ზამბახიძე, ანა ქურთუბაძე, გიორგი ყველაშვილი, გიორგი ჯიქურიძე, გოგა მოძმანაშვილი, ნატა ბერეჟიანი

ზღაპრის შესახებ

მოგესალმებით, პატარა მეგობრებო! დღეს bulbuli.ge-ს ჯადოსნურ სამყაროში ერთი საოცარი ფრანგული ხალხური აუდიო ზღაპარი უნდა მოგიყვეთ. ეს არის „ჩექმისტოლა ბიჭის ზღაპარი“, რომელიც უამრავ სახალისო თავგადასავალს გპირდებათ. ეს ამბავი დიდი ხნის წინათ მოხდა. იმდენად დიდი ხნის წინათ, რომ ვერავინ იტყვის, სინამდვილეში როდის. ამქვეყნად ცხოვრობდნენ გლეხი და მისი ცოლი. შეხმატკბილებულებს არც პური აკლდათ, არც რძე და კარაქი, მაგრამ ბედნიერებამ მათთან ვერა და ვერ დაისადგურა, რადგან შვილი არ ჰყავდათ. ისინი ლოცვაში ათენ-აღამებდნენ: „ღმერთო, ძე გვიბოძე, როგორიც გნებავს, ისეთი იყოს, ოღონდ ჩვენი იყოს, ჩვენი ღვიძლი შვილი!“ ქორწინებიდან თორმეტი წლის თავზე, უფალმა მათ ვაჟი უწყალობა. სახით მშვენიერი და ჭკვიანი იყო, მაგრამ იზრდებოდა და ჩექმის სიმაღლეს ვერ გასცდა. ამიტომაც ხალხმა მას ჩექმისტოლა შეარქვა. ბიჭი წამოიზარდა და სამუშაოს ძებნა დაიწყო. სოფელში მისი გაგონებაც არ უნდოდათ. ბოლოს ერთმა ძუნწმა და ბოროტმა მწყემსმა აიყვანა. ჩექმისტოლას იქ ძალიან უჭირდა: წყალ-წყალა სალაფავს აჭმევდნენ, დამპალ ჩალაზე ეძინა, ხოლო ფულის ნაცვლად მუჯლუგუნებს იღებდა. მაგრამ ყმაწვილი არ ნებდებოდა და თავისთვის ამბობდა: „შეუძლებელია, საქმე სულ ცუდად მიდიოდეს. ერთხელაც, ყველაფერი კარგად იქნება.“ ზაფხულის ერთ ცხელ დღეს, მდინარის პირას ბიჭმა უცნაური დედაბერი დაინახა. ქალი მასზე ორჯერ დაბალი იყო, კუპრივით შავი სახით. „ჰეი, ბიჭო, ნაპირზე გადამიყვანე!“ - დაუყვირა დედაბერმა. „ამაზე ადვილი რა უნდა იყოს, ბებო. ზურგზე შემახტით, და წამსვე დანიშნულების ადგილას მიგაბრძანებთ,“ - უპასუხა ჩექმისტოლამ და მეორე ნაპირზე გადაიყვანა. „მეტად თავაზიანი ახალგაზრდა ჩანხარ, ამიტომაც მადლობას გულუხვად გადაგიხდი,“ - უთხრა ქალმა, - „აიღე ეს სალამური. როგორც კი დაუკრავ, ირგვლივ ყველაფერი აცეკვდება და მანამ არ შეწყვეტენ, ვიდრე დაკვრას არ გააჩერებ.“ „აი, ეს არის საჩუქარი! მადლობა, ბებო,“ - გაიხარა ბიჭმა. გზად ბოროტმა მოსამართლემ ჩამოიარა. ბიჭი ზრდილობიანად მიესალმა, მოსამართლემ კი უხეშად დაუყვირა: „აბა, აქედან დამეკარგე, შე გაღლეტილო!“ და ჯოხი აუქნია. „აბა, დამაცადე. ახლა სულ სხვანაირად აჭიკჭიკდები,“ - ჩაიჩურჩულა ჩექმისტოლამ, ჯადოსნური სალამური ამოიღო და დაუკრა. მოსამართლე ისე ახტუნავდა, სიცილით მოკვდებოდით! გული რომ იჯერა, ბიჭმა დაკვრა შეწყვიტა. შინ დაბრუნებულმა ჩექმისტოლამ მწყემსს სთხოვა: „ბატონო, დღეს გვარიანად ვიმუშავე. სუფრასთან არ მიმიპატიჟებთ?“ ბატონმა კი გაავებით მიუგო: „კიდევ რას ინებებ, არამზადავ! აბა, აქედან დაიკარგე, თორემ ისე აგაცეკვო!“ „ვნახოთ, ვინ ვის ააცეკვებს!“ - გაეცინა ბიჭს და სალამურს დაჰბერა. მწყემსი და მისი ოჯახი კისრისტეხით აცეკვდნენ, ფარდულები და მაგიდები ამოაბრუნეს და მთელი ჭურჭელი დალეწეს. გაბრაზებულმა მწყემსმა და მოსამართლემ ბიჭი სამართალში მისცეს და ჩამოხრჩობა მიუსაჯეს. სახრჩობელისკენ მიმავალ ჩექმისტოლას მხოლოდ ეცინებოდა. ამოიღო სალამური და დაუკრა. აცეკვდა ყველა: მცველები, ჯალათი, მოსამართლე და თანასოფლელები. „გაჩერდი, ჩექმისტოლავ, გევედრებით, შეწყვიტე!“ - აყვირდა ხალხი. ბიჭმა დაკვრა შეწყვიტა, მაგრამ პირობა წაუყენა: „მაშინ თქვენ მოგიწევთ, მოსამართლე და ბატონი გააძევოთ.“ ხალხმა ჯერ იუარა, მაგრამ სალამურის მეორედ დაკვრის შემდეგ დანებდნენ და ბოროტმოქმედები ქალაქიდან გააძევეს. ბოლოს კი ჩექმისტოლამ მოითხოვა: „მინდა, თითოეულმა თქვენგანმა ას-ასი მონეტა მომცეთ.“ ცეკვით ქანცგაცლილმა ქალაქელებმა ჯიბეზე იკრეს ხელი და ფული ჩაუჩხრიალეს. კმაყოფილი და გამდიდრებული ყმაწვილი შინისკენ გაეშურა, საყვარელ დედ-მამას დაუბრუნდა და მას შემდეგ ყველანი ერთად, დიდხანს და ბედნიერად ცხოვრობდნენ.

მსგავსი ზღაპრები

  • ჯადოსნური სასტვენი

    11 წუთი

  • ოქროს ქოთანი

    12 წუთი

  • ელფები

    13 წუთი

  • პრინც ბირიბინკერის ამბავი

    13 წუთი

  • გაჭირვება გასწავლის

    11 წუთი

  • ოქროს ყმაწვილები

    10 წუთი

მოუსმინე ზღაპრებს ნებისმიერ დროს

დარეგისტრირდი და მიიღე წვდომა 100+ პროფესიონალურად გახმოვანებულ ზღაპარზე

უფასოდ დაწყება
Download on the App StoreGet it on Google Play
ბულბული

ჯადოსნური აუდიო ზღაპრები პატარა მეოცნებეებისთვის

აღმოჩენა

  • ყველა ზღაპარი
  • კატეგორიები

კომპანია

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი

დახმარება

  • დახმარების ცენტრი
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები

© 2025 ბულბული. ყველა უფლება დაცულია.