Bulbuli Logo
ზღაპრებიკატეგორიებიგამოწერაჩვენ შესახებკონტაქტი
შესვლაუფასოდ დაწყებადაწყება
უფასოდ დაწყება
  1. მთავარი
  2. ზღაპრები
  3. ძმები გრიმების ზღაპრები
  4. ვარდთეთრა და ვარდწითელა
ვარდთეთრა და ვარდწითელა - აუდიო ზღაპრის ყდა
0:0014:04

მოუსმინეთ ზღაპრებს სრულად

გამოწერა
ძმები გრიმების ზღაპრები4 წლის

ვარდთეთრა და ვარდწითელა - ხალხური ზღაპარი

ძმები გრიმების ჯადოსნური ზღაპარი ორი კეთილი დის, ბოროტი ჯუჯისა და მოჯადოებული დათვის შესახებ. აღმოაჩინეთ სიკეთისა და მეგობრობის ნამდვილი ძალა!

ხანგრძლივობა
14 წუთი
მოსმენები
0 მოსმენა

შემსრულებელი

ალეკო ბეგალიშვილი, ანა ზამბახიძე, ანა ქურთუბაძე, გიორგი ყველაშვილი, ნინო მითაიშვილი, ნატა ბერეჟიანი

ზღაპრის შესახებ

ძმები გრიმების საყვარელი აუდიო ზღაპარი „ვარდთეთრა და ვარდწითელა“ მოგვითხრობს ორ უსაყვარლეს დაზე. იყო და არა იყო რა, იყო ერთი ქვრივი დედაკაცი, რო­მელიც ღარიბულ ქოხში მარტო ცხოვრობდა. ქოხს წინ ბაღი ეკრა, სადაც თეთრი და წითელი ვარდის ბუჩქები ყვა­ოდა. ქვრივს ამ ვარდებივით ლამაზი ორი გოგონა ჰყავდა: ვარდთეთრა და ვარდწითელა. ორივე სათნო და კეთილი იყო, თუმცა ვარდთეთრა უფრო მშვიდი და ნაზი გახლდათ, ვარდწითელას კი ველ-მინდვრებში სირბილი უყვარდა. დებს ერთმანეთი ძალიან უყ­ვა­რდათ. როცა ვარდთეთრა იტყოდა: „ჩვენ ერთმანეთს არ­ასოდეს დავშორდებით“, ვარდწითელა დაამატებდა: „ვიდრე პირში სული გვიდგას“. დედა კი ღიმილით ეტყოდა: „გიყვარდეთ ერთმანეთი, რაც გექნებათ, ყველაფერი გაიყავით“. ერთ საღამოს ვი­ღაცამ კარზე დააკაკუნა. „ვარდწითელავ, გაუღე კარი, ალბათ ვინმე მგზავრია და თავშესაფარს ეძებს“, – თქვა დედამ. მგზავრის ნაცვლად ოთახში ვეება დათვმა შემოყო თავი. გოგონებს შეეშინდათ, მაგრამ დათვმა ადამიანური ხმით უთხრა: „ნუ გეშინიათ, არაფერს გავნებთ, გარეთ სიცივისგან ვი­ყინები, ეგება, თქვენთან ცოტა მაინც გავთბე“. დედამ თბილად მიიპატიჟა: „შემოდი, შემოდი, საბრალო დათვო, აი, კერიასთან დაწექი, ოღონდ ფრთხილად, ბეწვი არ დაიწვა. ვარდთეთრავ და ვარდწითელავ, გამოდით, ნურაფრის გეშინიათ“. დათვმა გოგონებს სთხოვა: „ეგებ ცოტა თოვლი ჩამომფერთხოთ“. ბავშვებიც შეეჩვივნენ ტლანქ სტუმარს და თამაში დაუწყეს. დათვი მხიარულად ბურტყუნებდა: „ვარდთეთრავ და ვარდწითელავ, ფრთხილად, საქმრო არ მოკლათ“. ასე გადიოდა ზამთრის საღამოები. გაზაფხულზე დათვმა მათ გამოემშვიდობა: „ტყეში უნდა წავიდე, ჩემი განძი ბოროტი ჯუჯებისგან უნდა დავიცვა, რომლებიც ზაფხულობით მიწიდან ამოდიან“. გავიდა დრო. გოგონები ტყეში წავიდნენ და წააწყდნენ ბოროტ ჯუჯას, რომლის თეთრი წვერი ხის ნაპობში მოჰყოლოდა. „რას დამდგარხართ, მოდით და მომეშველეთ!“ – დაუყვირა ჯუჯამ. გოგონებმა ჰკითხეს, რა დაემართა. „შე სულელო და მეტიჩარა ბატის ჭუკო, ხის დაპობას ვცდილობდი და წვერი ჩამყვა, თქვენ კი ბრიყვულად გეცინებათ!“ – ბრაზობდა იგი. ვარდთეთრამ მაკრატლით წვერის ბოლო შეაჭრა და გაათავისუფლა. ჯუჯამ მადლობის ნაცვლად დაილანძღა: „რა მიყვეს ამ ხეპრეებმა, ჩემი საამაყო წვერი მომაჭრეს“, აიღო ოქროთი სავსე ტომარა და წავიდა. მოგვიანებით დებმა ჯუჯა კიდევ ორჯერ იხსნეს განსაცდელისგან – ერთხელ წყალში ჩათრევას გადაარჩინეს, მეორედ კი – არწივის კლანჭებს, თუმცა უმადური ჯუჯა მათ ყოველ ჯერზე ლანძღავდა. ბოლოს, როცა დები სახლში ბრუნდებოდნენ, დაინახეს ჯუჯა, რომელიც თავის ძვირფას თვლებს ითვლიდა. „რას დაგიჭყეტიათ თვალები?“ – იყვირა მან. უეცრად ტყიდან მურა დათვი გამოვარდა. შეშინებულმა ჯუჯამ შეევედრა: „საყვა­რელო დათუნიავ, დამინდე, მთელ განძს მოგცემ, აგერ, ეს გოგონები შეჭამე!“ მაგრამ დათვმა ბოროტ ჯუჯას თათი ჩასცხო. გოგონები გაქცევას აპირებდნენ, როცა ნაცნობი ხმა შემოესმათ: „ვარდთეთრავ და ვარდწითელავ, ნუ გე­შინიათ, დაიცადეთ!“ უცებ დათვს ბეწვი გაუქრა და მის ადგილას ოქროს სამოსში გამოწყობილი პრინცი გაჩნდა. „მე პრინცი ვარ, ბოროტმა ჯუჯამ განძი მომპარა და დათვად მაქცია. ახლა კი ჯადო მომეხსნა“, – აუხსნა მან. მალე ვარდთეთრა პრინცს გაჰყვა ცოლად, ვარდწითელა კი – მის ძმას. მათი მოხუცი დედაც სასახლეში გადავიდა და თავისი თეთრი და წითელი ვარდის ბუჩქებიც თან წაიღო, რომლებიც ფანჯრის წინ მუდამ ულამაზესად ყვაოდნენ.

მსგავსი ზღაპრები

  • გაცვეთილი ფეხსაცმელები

    10 წუთი

  • რაპუნცელი

    8 წუთი

  • ქოხი ტყის პირას

    12 წუთი

  • ჯინი

    8 წუთი

  • ექვსი კაცის ამბავი

    11 წუთი

  • ჰანსის ბედნიერება

    10 წუთი

მოუსმინე ზღაპრებს ნებისმიერ დროს

დარეგისტრირდი და მიიღე წვდომა 100+ პროფესიონალურად გახმოვანებულ ზღაპარზე

უფასოდ დაწყება
Download on the App StoreGet it on Google Play
ბულბული

ჯადოსნური აუდიო ზღაპრები პატარა მეოცნებეებისთვის

აღმოჩენა

  • ყველა ზღაპარი
  • კატეგორიები

კომპანია

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი

დახმარება

  • დახმარების ცენტრი
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები

© 2025 ბულბული. ყველა უფლება დაცულია.