Bulbuli Logo
ზღაპრებიკატეგორიებიგამოწერაჩვენ შესახებკონტაქტი
შესვლაუფასოდ დაწყებადაწყება
უფასოდ დაწყება
  1. მთავარი
  2. ზღაპრები
  3. ძმები გრიმების ზღაპრები
  4. ექვსი მსახური
ექვსი მსახური - აუდიო ზღაპრის ყდა
0:0013:43

მოუსმინეთ ზღაპრებს სრულად

გამოწერა
ძმები გრიმების ზღაპრები4 წლის

ექვსი მსახური - ხალხური ზღაპარი

ძმები გრიმების საინტერესო ზღაპარი უფლისწულსა და მის ექვს არაჩვეულებრივ მსახურზე, რომლებმაც ერთად ბოროტი დედოფლის დავალებები შეასრულეს.

ხანგრძლივობა
14 წუთი
მოსმენები
0 მოსმენა

შემსრულებელი

ანა ქურთუბაძე, გიორგი ყველაშვილი, გოგა მოძმანაშვილი, ალეკო ბეგალიშვილი, გიორგი ჯიქურიძე, ნინო მითაიშვილი, ნატა ბერეჟიანი

ზღაპრის შესახებ

ძვირფასო პატარებო, ახლა წარმოგიდგენთ ძმები გრიმების საოცარ ისტორიას. ეს „აუდიო ზღაპარი“, რომლის სახელია „ექვსი მსახური“, ერთ მამაც პრინცსა და მის ჯადოსნურ მეგობრებზე მოგვითხრობს. ოდესღაც ცხოვრობდა ერთი გრძნეული დედოფალი, რომელსაც მზეთუნახავი ქალიშვილი ჰყავდა. ბოროტი ქალი სულ იმას ცდილობდა, რაც შეიძლება მეტი ხალხი დაეღუპა. პრინცესას სილამაზით მოხიბლულ ყმაწვილებს ურთულეს დავალებებს აძლევდა და თუ ვერ შეასრულებდნენ, სასტიკად სჯიდა. ამ ამბავმა ერთი პრინცის ყურამდეც მიაღწია. მან მეფეს მოახსენა: „წავალ, ბედსა ვცდი“. მეფემ უარი უთხრა: „თუ წახვალ, სიკვდილი არ აგცდება“. ამ სიტყვებზე პრინცი იქვე დაეცა და საწოლს მიეჯაჭვა. შვიდ წელიწადს გაუნძრევლად იწვა, ექიმებმა ვერაფერი გაუგეს. ბოლოს მამას მისი მორჩენის იმედი გადაუწყდა და უთხრა: „რა გაეწყობა, წადი და სცადე ბედი, სულ ერთია, აქ მაინც ვერაფერს გშველი“. ვაჟმა ეს რომ გაიგონა, ავადმყოფობამ მაშინვე გაუარა, საწოლიდან წამოხტა და გახარებული გაუდგა გზას. ბევრი იარა თუ ცოტა, მიადგა ერთ ტრიალ მინდორს. მინდორში უზარმაზარი ზვინი დაინახა. როცა მიუახლოვდა, კაცი აღმოჩნდა; პირაღმა გაწოლილს მთასავით მუცელი ჰქონდა. როგორც კი პრინცი დაინახა, ადგა და სთხოვა: „წამიყვანე და მიმსახურე“. პრინცმა გაკვირვებით ჰკითხა: „ასეთი გაბერილი რად მინდიხარ?“ კაცმა სიცილით უპასუხა: „ეგ რა არის, რომ გავიბერები, შენ მაშინ უნდა მნახო, ათასჯერ უფრო ვსქელდები“. „თუ ასეა, მაშინ საჭირო კაცი ყოფილხარ, წამომყევი“, — უთხრა პრინცმა და ერთად განაგრძეს გზა. ცოტა ხანში სხვა კაცი დაინახეს, იწვა და ყური მიწაზე დაედო. „აი შენ, მანდ რას აკეთებ?“ — ჰკითხა პრინცმა. კაცმა ჩურჩულით მიუგო: „შშშშშშ... ვუსმენ“. „მერე ასე ბეჯითად რას უსმენ?“ — დაინტერესდა პრინცი. „ყველაფერს, რაც ახლა დედამიწაზე ხდება. ჩემს ყურს არაფერი გამოეპარება, ბალახის ზრდის ხმაც კი მესმის“, — უპასუხა ყურიანმა. პრინცმა სთხოვა: „ერთი ეს მითხარი, ამაღამ დედოფლის კარზე რა ხდება?“ „ხმლის წივილი და მოჭრილი თავის დაცემა მესმის“, — მიუგო კაცმა. „საჭირო კაცი ყოფილხარ, წამომყევი“, — უთხრა პრინცმა და თან წაიყვანა. შემდეგ მინდორში ორი უზარმაზარი ფეხი შენიშნეს. იმდენად მაღალი იყო, თვალი მუხლებამდე ძლივს სწვდებოდათ. „ეი შენ, ასე რამ დაგაგრძელა?“ — შესძახა პრინცმა. ახმახმა დაიტრაბახა: „ეგ რა არისო, რომ გავიწელები, შენ მაშინ უნდა მნახო, ათასჯერ ვგრძელდები და ყველაზე მაღალი მთა კოჭებამდეც კი ვერ მწვდება, წამიყვანე და მიმსახურე“. პრინცმა ისიც თან წაიყვანა. მალე ერთი თვალახვეული კაცი დაინახეს. პრინცმა ჰკითხა: „ნუთუ ისეთი სუსტი თვალები გაქვს, რომ მზის შუქს ვერ იტან?“ კაცმა უპასუხა: „პირიქით, ისეთი თვალები მაქვს, რასაც შევხედავ, სულ ნაცარტუტად ვაქცევ. წამიყვანე, იქნებ გამოგადგე“. „წამოდი, საჭირო კაცი ჩანხარ!“ — გაუხარდა პრინცს. გზად კიდევ ერთი საოცრება ნახეს — კაცი მზის გულზე იდგა და სიცივისგან კანკალებდა. „რა გაკანკალებს? მზე კარგად ანათებს და როგორ ვერ თბები?“ — ჰკითხა პრინცმა. მცივანამ აკანკალებული ხმით მიუგო: „რა გამათბობს! მე სულ სხვანაირი ბუნების ვარ, თუ სიცხეა, სიცივისგან ვკანკალებ, თუ ცივა, სიცხე მაწუხებს, ყინული მწვავს და ცეცხლი მყინავს“. პრინცმა ისიც თან წაიყვანა. ბოლოს დაინახეს კაცი, რომელსაც კისერი წაუგრძელებია და აქეთ-იქით იყურებოდა. „ასე გაფაციცებით რას ათვალიერებ?“ — დაინტერესდა პრინცი. კაცმა ამაყად თქვა: „ისეთი მახვილი თვალი მაქვს, იმასაც კი ვხედავ, მთებს იქით რა ხდება!“ პრინცმა სიხარულით უთხრა: „შენ მაკლდი და შენც გიპოვე!“ ასე მიადგნენ იმ ქალაქს, სადაც გრძნეული დედოფალი ცხოვრობდა. პრინცმა ვინაობა არ გაამჟღავნა, მივიდა დედოფალთან და უთხრა: „შენი მზეთუნახავი ქალის ცოლად მოყვანა მინდაო“. ჯადოქარს გაუხარდა და უთხრა: „სამ დავალებას მოგცემ და სამივეს თუ შეასრულებ, ქალი შენი იქნება“. „პირველი დავალება რა არის?“ — იკითხა პრინცმა. „წითელ ზღვაში ბეჭედი ჩამივარდა და უნდა ამომიტანო“, — მიუგო ბოროტმა დედოფალმა. პრინცი მსახურებთან დაბრუნდა და დახმარება სთხოვა. „მე დავინახავ!“ — თქვა თვალმახვილმა, ჩაიხედა ზღვაში და დაამატა, „აგერ, წვეტიან ქვაზეა ჩამოცმული“. ახმახმა ჩაიბურტყუნა: „ვერ ვხედავ, თორემ ამოვიღებდი!“ მაშინ ღიპიანმა წყალს დაეწაფა და უზარმაზარი ტალღები უცებ ისე ამოაშრო, ფსკერი გამოჩნდა. ახმახი დასწვდა ბეჭედს და ამოიღო. გახარებულმა პრინცმა ბეჭედი მიუტანა. ქალს გაუკვირდა და უთხრა: „ახლა მეორის ჯერია. სასახლის წინ სამასი ნასუქი ხარი მყავს, სამასივე ტყავიან-რქებიანად უნდა შეჭამო, მარანში კი სამასი ქვევრი ღვინო ბოლომდე უნდა დალიო“. პრინცმა თავისი ღიპიანი მსახური წაიყვანა, რომელმაც ყველაფერი შესანსლა და ერთიანად შეჭამ-შესვა. გაოცებულმა ჯადოქარმა ბოლო დავალება მისცა: „ამაღამ ჩემს ქალს ოთახში მოგიყვან, იცოდე, არ ჩაგეძინოს, თორემ თორმეტ საათზე შემოვალ და შენთან თუ არ იქნა, ვეღარაფერი გიხსნის“. მსახურებმა პრინცსა და პრინცესას ალყა შემოარტყეს, მაგრამ თერთმეტ საათზე დედოფალმა ყველა მოაჯადოვა და დააძინა, ქალი კი გააქრო. როცა გამოიღვიძეს, პრინცმა იყვირა: „ვაიმე, ეს რა უბედურება დამტყდომია!“ მაგრამ ყურიანმა მიაყურადა და თქვა: „ქალი ცხრა მთას იქით გამოქვაბულში ზის და თავის ბედს დასტირის“. ახმახმა თვალებახვეული კაცი ხელში აიყვანა, მიწვდა კლდეს. თვალებახვეულმა კლდეები ნაცარტუტად აქცია, ახმახმა კი მზეთუნახავი თვალის დახამხამებაში უკან დააბრუნა. შუაღამისას შემოსული დედოფალი გაცოფდა. შურისძიების მიზნით პრინცესამ თქვა: „ას ურემ შეშას ცეცხლს წავუკიდებთ და სანამ რომელიმე თქვენგანი ზედ არ დაჯდება, შენი ცოლი არ გავხდები“. მცივანა დაჯდა კოცონზე. ცეცხლი სამი დღე გიზგიზებდა, მაგრამ მცივანა შუა ნაცარში იდგა და ამბობდა: „ჩემს დღეში ასე არ შემცივნიაო!“ სხვა გზა აღარ დარჩა, პრინცესა დათანხმდა. ჯვრის დასაწერად მიმავალ წყვილს დედოფალმა ლაშქარი დაადევნა, მაგრამ ღიპიანმა დალეული წყალი გადმოანთხია და ზღვა გააჩინა, თვალებახვეულმა კი დარჩენილი მტერი გაანადგურა. ქორწილის შემდეგ პრინცმა გადაწყვიტა ამაყი ცოლისთვის ჭკუა ესწავლებინა. თავი უბრალო მეღორედ მოაჩვენა, სამეფო ტანსაცმელი დაუმალა და ღორების მწყემსვა დაავალა. რვა დღის შემდეგ, როცა პრინცესა თავის ქედმაღლობას ინანიებდა, მაცნეები მოვიდნენ და ნამდვილ სასახლეში მიიყვანეს, სადაც მეფურად გამოწყობილი ქმარი შეეგება და უთხრა: „შენთვის იმდენი ვიტანჯე, შენც ხომ უნდა გაწვალებულიყავი ჩემთვის!“ ბოლოს დიდი ქორწილი გადაიხადეს და დიდხანს, ბედნიერად ცხოვრობდნენ.

მსგავსი ზღაპრები

  • გაცვეთილი ფეხსაცმელები

    10 წუთი

  • რაპუნცელი

    8 წუთი

  • ქოხი ტყის პირას

    12 წუთი

  • ჯინი

    8 წუთი

  • ექვსი კაცის ამბავი

    11 წუთი

  • ჰანსის ბედნიერება

    10 წუთი

მოუსმინე ზღაპრებს ნებისმიერ დროს

დარეგისტრირდი და მიიღე წვდომა 100+ პროფესიონალურად გახმოვანებულ ზღაპარზე

უფასოდ დაწყება
Download on the App StoreGet it on Google Play
ბულბული

ჯადოსნური აუდიო ზღაპრები პატარა მეოცნებეებისთვის

აღმოჩენა

  • ყველა ზღაპარი
  • კატეგორიები

კომპანია

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი

დახმარება

  • დახმარების ცენტრი
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები

© 2025 ბულბული. ყველა უფლება დაცულია.