Bulbuli Logo
ზღაპრებიკატეგორიებიგამოწერაჩვენ შესახებკონტაქტი
შესვლაუფასოდ დაწყებადაწყება
უფასოდ დაწყება
  1. მთავარი
  2. ზღაპრები
  3. ანდერსენის ზღაპრები
  4. ბაყაყი
ბაყაყი - აუდიო ზღაპრის ყდა
0:0011:58

მოუსმინეთ ზღაპრებს სრულად

გამოწერა
ანდერსენის ზღაპრები4 წლის

ბაყაყი - ხალხური ზღაპარი

ჰანს კრისტიან ანდერსენის ზღაპარი პატარა ბაყაყზე, რომელმაც ბნელი ჭა დატოვა და დიდი, ნათელი სამყაროს შესაცნობად გაემგზავრა.

ხანგრძლივობა
12 წუთი
მოსმენები
3 მოსმენა

შემსრულებელი

ანა ქურთუბაძე, ანა ზამბახიძე, ნინო მითაიშვილი, ნატა ბერეჟიანი, ალეკო ბეგალიშვილი, გოგა მოძმანაშვილი, გიორგი ყველაშვილი

ზღაპრის შესახებ

წარმოგიდგენთ ჰანს კრისტიან ანდერსენის საოცარ ისტორიას. ეს მშვენიერი აუდიო ზღაპარი, სახელწოდებით „ბაყაყი“, მოგვითხრობს ერთ პატარა, მაგრამ დიდი მიზნების მქონე არსებაზე. ერთ ღრმა ჭაში, სადაც მზის სინათლე ვერასდროს აღწევდა, ცხოვრობდა ბაყაყების მრავალრიცხოვანი ოჯახი. მათ კარგად იცოდნენ, რომ ჭის ზემოთ სხვა, დიდი სამყარო იყო. უხუცესი ბაყაყი ერთხელ წყლის ვედროს აჰყვა, მაგრამ სინათლემ თვალი ისე მოჭრა, სწრაფად ჩახტა უკან ჭაში. მას შეეძლო ბევრი რამ მოეყოლა მოძმეებისთვის, მაგრამ კითხვებს არასდროს პასუხობდა. „მუცელგასიებული ბებერი!“ – ამბობდნენ მასზე ახალგაზრდა ბაყაყები. უხუცესმა ეს იცოდა და ამაყად პასუხობდა: „სამაგიეროდ, თავში მაქვს დამალული ძვირფასი ქვა! ის ისეთი ძვირფასი და ლამაზია, რომ მისი აღწერა შეუძლებელია. ერთნი მას სიამოვნებისთვის ატარებენ, მეორენი კი სხვის დასანახად.“ „მე ის არ მაქვს და არც მინდა მქონდეს,“ – თქვა პატარა, სხვებივით უშნო ბაყაყმა. „ერთადერთი სურვილი მაქვს, ამ ჭას როგორმე დავაღწიო თავი და ქვეყნიერება ვნახო! ვიცი, ეს დიდებული რამ იქნება!“ ბებერი ბაყაყი კი არიგებდა: „სადაც ჩვენ არ ვართ, ყველგან უკეთესობა გვგონია. მოერიდე ვედროს, შეიძლება გაგჭყლიტოს! თუ შიგ მოხვდები, სწრაფად ამოხტი!“ ერთ დილას, როცა სავსე ვედრო ქვაზე მჯდარ პატარა ბაყაყს მიუახლოვდა, მან ისკუპა და ვედროს ძირში მოექცა. გლეხმა ვედრო ზემოთ ასწია და წყალი გადმოღვარა. „ერთი ამას შეხედე! ასეთი სიმახინჯე არასდროს მინახავს!“ – დაიძახა გლეხმა და დასარტყმელად მოემზადა, მაგრამ ბაყაყმა ჭინჭრებში შეძრომა მოასწრო. მერე გაბრწყინებულ მზეს ახედა და თქვა: „აქ გაცილებით მეტი სილამაზეა, ვიდრე ჭაში! მზად ვარ მთელი ცხოვრება აქ გავატარო!“ ცოტა ხანში გაიფიქრა: „რაკი აქამდე მოვაღწიე, აუცილებელია იმის გაგებაც, შორს რა ხდება,“ და ხტუნვა-ხტუნვით გაუყვა ბილიკს. ბოლოს ერთ წყალუხვ არხამდე მიაღწია, სადაც ფერადი ყვავილები იწონებდნენ თავს და პეპლები დასტრიალებდნენ. რვა დღე გაატარა იქ, მეცხრე დღეს კი თავს შეუძახა: „ცხოვრება მშვენიერია! მაგრამ წინ უნდა წავიდე, ძნელია საზოგადოების გარეშე ცხოვრება!“ გზად ლერწმებით გარშემორტყმულ დიდ გუბესთან ერთი ბაყაყი გაიცნო, თუმცა მასთან დარჩენა არ ისურვა. ღამით კი ვარსკვლავებით მოჭედილ ცას რომ ახედა, გაიფიქრა: „ნეტავ ეს კაშკაშა სანთლები როგორია ახლოდან? ალბათ, ის ძვირფასი ქვაც არ ანათებს ასე კარგად.“ დილით, ერთ ბაღში, სადაც სალათის ფოთოლს აფარებდა თავს, ქათმების გუნდს და ერთ პატარა ჭიას გადაეყარა. ქათამმა ბაყაყი რომ დაინახა, თქვა: „არაფრად მჭირდები, მახინჯო! რომ შეგჭამო, ყელზე დამადგები!“ და გზა განაგრძო. ჭიაც უვნებელი გადარჩა. „სულ წინ და წინ! სულ მაღლა და მაღლა!“ – გაიფიქრა გამხნევებულმა ბაყაყმა. მან დაინახა სახლი, სადაც ორი ყმაწვილი – პოეტი და მეცნიერი ცხოვრობდა. მეცნიერს მისი სპირტიან ქილაში მოთავსება უნდოდა, თუმცა პოეტმა გადაარჩინა. ბაყაყმა მიხვდა, რომ ხიფათს იმიტომ გადაურჩა, თავში ძვირფასი ქვა რომ არ ჰქონდა. იმავე სახლის სახურავზე მამა წერო შვილებს ეგვიპტისა და ნილოსის ამბებს უყვებოდა. ბაყაყს ძალიან მოეწონა მონათხრობი და გადაწყვიტა ეგვიპტეში გამგზავრება. ამ დროს გამოჩნდა დედა-წერო, ნისკარტი მოურიდებლად ჩასცხო და ჰაერში აიტანა. მართალია, ბაყაყს ეს არ მოეწონა, სამაგიეროდ, სიმაღლეზე ყოფნა ისე ესიამოვნა, რომ მისი გაბრწყინებული თვალები სიხარულის ნაპერწკლებს ყრიდა. მალე მისი სხეული წეროების ლუკმა გახდა, მაგრამ თვალები და უხილავი ძვირფასი ქვა მზის სხივმა წაიღო. სად წავიდა ძვირფასი ქვა? მას იპოვით მზეზე! სამწუხაროდ, ჩვენს თვალებს მზის მშვენიერების სრულყოფილად ხილვა არ ძალუძს. მაგრამ ალბათ, ოდესმე შევძლებთ. და ეს იქნება ზღაპრების ზღაპარი – ზღაპარი ჩვენზე, ადამიანებზე.

მსგავსი ზღაპრები

  • ცეროდენა

    19 წუთი

  • მეფის ახალი სამოსი

    11 წუთი

  • ბულბული

    23 წუთი

  • მახინჯი იხვის ჭუკი

    20 წუთი

  • ზარმაცა

    9 წუთი

  • მფრინავი სკივრი

    17 წუთი

მოუსმინე ზღაპრებს ნებისმიერ დროს

დარეგისტრირდი და მიიღე წვდომა 100+ პროფესიონალურად გახმოვანებულ ზღაპარზე

უფასოდ დაწყება
Download on the App StoreGet it on Google Play
ბულბული

ჯადოსნური აუდიო ზღაპრები პატარა მეოცნებეებისთვის

აღმოჩენა

  • ყველა ზღაპარი
  • კატეგორიები

კომპანია

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი

დახმარება

  • დახმარების ცენტრი
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები

© 2025 ბულბული. ყველა უფლება დაცულია.