Bulbuli Logo
ზღაპრებიკატეგორიებიგამოწერაჩვენ შესახებკონტაქტი
შესვლაუფასოდ დაწყებადაწყება
უფასოდ დაწყება
  1. მთავარი
  2. ზღაპრები
  3. ქართული ხალხური
  4. ოქროსტარიანი ცული
ოქროსტარიანი ცული - აუდიო ზღაპრის ყდა
0:004:33

მოუსმინეთ ზღაპრებს სრულად

გამოწერა
ქართული ხალხური4 წლის

ოქროსტარიანი ცული - ხალხური ზღაპარი

პატიოსანი ბიჭისა და ხარბი ბატონის ამბავი, რომელიც გვასწავლის, რომ სიმართლე ფასდება, სიხარბე კი ისჯება. შესანიშნავი ქართული ზღაპარი პატარებისთვის.

ხანგრძლივობა
5 წუთი
მოსმენები
0 მოსმენა

შემსრულებელი

გიორგი ყველაშვილი, გოგა მოძმანაშვილი, ალეკო ბეგალიშვილი, გიორგი ჯიქურიძე

ზღაპრის შესახებ

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება bulbuli.ge-ზე. წარმოგიდგენთ საყვარელ ქართულ ამბავს, ეს არის აუდიო ზღაპარი „ოქროსტარიანი ცული“, რომლის ავტორი თავად ქართველი ხალხია. მოკალათდით მოხერხებულად და მოემზადეთ ჯადოსნური თავგადასავლისთვის. იყო და არა იყო რა, იყო სამი ძმა. მშობლების გარდაცვალების შემდეგ ქონება გაიყვეს და ცალ-ცალკე ცხოვრება დაიწყეს. ნაბოლარა ძმამ თავისი წილი ქონება ძმებს დაუთმო, მხოლოდ მამაპაპეული ცული დაიტოვა და ბედის საძიებლად წავიდა. იარა, იარა და ერთი ბატონის სახლში დადგა მოჯამაგირედ. ერთ დღეს ბატონმა ნაბოლარა ძმა ტყეში გაგზავნა შეშის მოსაჭრელად. ბიჭმა მოიმზადა სამი დღის საგზალი, აიღო თავისი ცული და გაუდგა გზას. ბევრი შეშა მოჭრა, დაიღალა და საჭმელად მდინარეზე ჩავიდა. ძალიან სწყუროდა და წყალს გამალებით დაეწაფა. უცებ თავი ვერ შეიკავა და მდინარეში გადავარდა. თვითონ მოახერხა ამოსვლა, ცული კი წყალში დარჩა. ბევრი ეძება, ბევრი იწვალა, მაგრამ ღრმა მდინარეში ცულს აბა, როგორ იპოვიდა! ჩამოჯდა ქვაზე და თვალცრემლიანმა თქვა: „ღმერთო, რა მეშველება, უცულოდ შეშა როგორ მოვჭრა ან ბატონს რა ვუთხრა!“ სად იყო და სად არა, მდინარის ნაპირას ერთი წვერიანი კაცი გამოჩნდა. ნაბოლარას მიესალმა და ჰკითხა: „კეთილო კაცო, რას დაღონებულხარ, რა გაგჭირვებია?“ „ეეჰ, საქმე ცუდადაა, მდინარეში ცული ჩამივარდა და ვერ მიპოვია,“ – მიუგო სევდიანმა ბიჭმა. წვერიანი კაცი მაშინვე მდინარეში ჩახტა, ოქროსტარიანი ცული ამოიღო და ნაბოლარას გაუწოდა: „აი, შენი ცული.“ „არა, ეგ ჩემი არ არის, სხვის ცულს ვერ წავიღებ,“ – უპასუხა ბიჭმა. წვერიანმა კაცმა ოქროსტარიანი ცული ნაპირზე მოისროლა, კვლავ ჩახტა წყალში და ახლა ვერცხლისტარიანი ცული ამოიღო. „აი, შენი ცულიო,“ – გაუწოდა ნაბოლარას. „არა, არც ეს არის ჩემი ცული, სხვისას ვერ წავიღებ,“ – კვლავ უარი თქვა ბიჭმა. წვერიანმა ვერცხლისტარიანი ცულიც ნაპირზე მოისროლა და ისევ ჩაყო ხელი წყალში. ახლა სპილენძისტარიანი ცული ამოიღო და გაუწოდა: „აი, შენი ცულიაო.“ ნაბოლარამ არც ის გამოართვა. მაშინ წვერიანმა სპილენძისტარიანი ცულიც ნაპირზე მოისროლა და ამჯერად წყლიდან ნაბოლარას საკუთარი ცული ამოიღო. გახარებულმა ბიჭმა მადლობა გადაუხადა წვერიან კაცს და მაშინვე გამოართვა. ბოლოს, წვერიანმა კაცმა ღიმილით უთხრა: „შენი პატიოსნებისთვის ეს სამი ცულიც ჩემია და შენ გჩუქნიო.“ ნაბოლარამ კიდევ ორი დღე იმუშავა, ბატონთან დაბრუნდა და ყველაფერი დაწვრილებით უამბო. ბატონი შურიანი და ხარბი კაცი იყო. იფიქრა, ეგება ოქროსტარიანი ცული მეც ვიპოვოო. ჰოდა, აიღო მამაპაპეული ცული, მივიდა მდინარესთან და განგებ შიგ ჩააგდო. მერე კი დაიწყო ყვირილი: „ხალხო, დამეხმარეთ, წყალში ცული გადამივარდა!“ სად იყო და სად არა, ის წვერიანი კაცი კვლავ გაჩნდა: „ძმობილო, ასე რატომ ყვირი?“ „მდინარეში ცული ჩამივარდა და, თუ შეგიძლია, ამოღებაში დამეხმარე,“ – შესჩივლა ბატონმა. წვერიანი კაცი მდინარეში გადაეშვა. ამოიღო ოქროსტარიანი ცული, ბატონს უჩვენა და უთხრა: „აი, შენი ცულიო!“ ხარბი ბატონი მაშინვე აყვირდა: „ჩქარა მომიტანე, ეგაა ჩემი ცული.“ წვერიანი კაცი გაბრაზდა. გამოვიდა ნაპირზე, ბატონს ერთი მაგარი სილა გააწნა და მკაცრად უთხრა: „ტყუილის მთქმელს არც თავისი ცული ერგება.“ მან ოქროსტარიანი ცული ისევ მდინარეში მოისროლა და გზას გაუდგა. ბატონი უკან დაედევნა: „კაცო, რას მიშვრები, ჩემი ცული მაინც ამომაღებინე წყლიდან.“ ეძახოდა იგი, მაგრამ წვერიან კაცს უკან არც კი მოუხედავს. ასეა, სხვის ქონებაზე დახარბებული ადამიანი საკუთარსაც დაკარგავს. ჭირი იქა, ლხინი აქა, ქატო იქა, ფქვილი აქა.

მსგავსი ზღაპრები

  • ილანკუღა

    8 წუთი

  • ნაცარქექია

    7 წუთი

  • არვიცია

    9 წუთი

  • კომბლე

    4 წუთი

  • ზღაპარი ღორისა, მისი ხუთი გოჭისა და მგლისა

    10 წუთი

  • რწყილი და ჭიანჭველა

    6 წუთი

მოუსმინე ზღაპრებს ნებისმიერ დროს

დარეგისტრირდი და მიიღე წვდომა 100+ პროფესიონალურად გახმოვანებულ ზღაპარზე

უფასოდ დაწყება
Download on the App StoreGet it on Google Play
ბულბული

ჯადოსნური აუდიო ზღაპრები პატარა მეოცნებეებისთვის

აღმოჩენა

  • ყველა ზღაპარი
  • კატეგორიები

კომპანია

  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი

დახმარება

  • დახმარების ცენტრი
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები

© 2025 ბულბული. ყველა უფლება დაცულია.